COVID-19-ისგან უსაფრთხო 100 ქვეყანა – რომელ ადგილზეა საქართველო და მისი სამეზობლო

Deep Knowledge Group-მა COVID-19-სგან 100 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სია გამოაქვეყნა. საქართველომ რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად Deep Knowledge Group-მა გერმანია დაასახელა. უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედიან ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, იაპონია, ავსტრალია, ჩინეთი, ავსტრია და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს – Deep Knowledge Group-ის რეიტინგში სომხეთმა 73-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 59-ე, თურქეთმა – 36-ე, ხოლო რუსეთმა – 45-ე ადგილი.
რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს არა ვირუსით ინფიცირებულთა ან დაღუპულთა რაოდენობა, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის სამედიცინო და ეკონომიკური შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები