თორნიკე რიჟვაძე: “ნაცმოძრაობის” კლასტერზე ნაკლებად ვართ კონცენტრირებული და გვსურს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებულ არჩევნებთან და ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობას” ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და ამ განაჩენის გადახედვის არანაირი საფუძველი არ არის.

,,ჩვენი მთავრობა, ყოველდღიურ რეჟიმში, დაკავებულია რისკების მართვით. გვსურს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას. ნაცმოძრაობის კლასტერზე ნაკლებად ვართ კონცენტრირებული. ისინი შეპყრობილნი არიან ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით, თავი ჰგონიათ ან ბრაზილიური, ან თურქული სერიალების გმირები და ცდილობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოახდინონ დესტრუქცია.

გამოდიან ერთ დღეს გამოცდილი ექიმები, მოგვიწოდებენ, რომ გავხსნათ საზღვრები, აღვადგინოთ სრულად ეკონომიკური აქტივობები, მეორე დღეს წუწუნებენ მომატებულ, გაზრდილ დაინფიცირების რაოდენობაზე. ისინი არღვევენ როგორც ჰიპოკრატეს ფიცს, ასევე არღვევენ ყველაზე მთავარს, სიმართლეს.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნები ჩატარდეს ღირსეულად, სამართლიან გარემოში. ამ სამართლიან ბრძოლაში ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ როგორც პარტიამ, ასევე ჩვენმა ღირსეულმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. ამიტომ, არავის არ მივცემთ საშუალებას დესტრუქცია, დესტაბილიზაცია შემოიტანოს და ყოველთვის ღირსეულ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები