ზურაბ ქადაგიძე: 2012 წლის არჩევნები მონაგონი იქნება, მგონი ისეთი სხვაობით გაიმარჯვებს ოცნება

„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ქადაგიძე ვარაუდობს, რომ  2012 წლის არჩევნები მონაგონი იქნება ისეთი სხვაობით გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”.

„მარტივი არჩევანი და პოლარიზებული პოლიტიკა… 1. რაში ესაჭიროება სააკაშვილი ნაც-ოპოზიციას? 2. რას მისცემს პოლარიზებული საარჩევნო გარემო მიშას? 3. რა არჩევანის წინაშე დგება საზოგადოება 31 ოქტომბერს?

1. მიუხედავად მიშას სიბრიყვისა და ზღვარგადასული ძალაუფლების ვნებისა, მან და სრულიად ნაც.მოძრაობამ კარგად უწყის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ მარტივი ლოგიკაა – ან სააკაშვილის გარშემო ერთიანდება ოპოზიცია ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ყველას. (მაგ: `ძალა ერთობაშია”-დან გაგდებული გიორგი ვაშაძე).

2. პოლარიზაცია ყველაზე მეტად ნაც.მოძრაობას აწყობს, რადგან ერთადერთი საშუალებაა შექმნას მთავარი ოპოზიციური ძალის ილუზია და ეცადოს მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში.

3. არჩევანი უმარტივესია: პირველი – „შეცდომებმონანიებული” მიშა და ნაც.ოპოზიცია თავისი კრიმინალური რესურსით (კეზერაშვილები, ახალაიები, რურუები, ადეიშვილები, მერაბიშვილები და ა.შ.) მეორე- სტაბილური, გეგმაზომიერი, ადამიანზე ორიენტირებული სახელისუფლებო გუნდი. P.S. 2012 წლის არჩევნები მონაგონი იქნება, მგონი ისეთი სხვაობით გაიმარჯვებს ოცნება”, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები