გიორგი ვოლსკი: უტიფრობაა, როცა სირთულეებზე ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალური პაკეტის შესაქმნელად

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, როცა სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალური პაკეტის შესაქმნელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი “ფეისბუქის” გვერდზე წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს.

“ახლახანს მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა:
• სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად ღებულობენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია);
• იმ რეგიონებში სადაც ჯერ კიდევ სიკვდილობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით მაღალთიან რეგიონში. ამასთანავე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარი ყოველთვიურად;
• მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ოთხი და მეტი შვილით, სახელმწიფოს მხრიდნ სარგებლობენ ელექტროენერგიის სუფსიდირების პროგრამით;
• მშობიარობის დაფინანსებას სახელმწიფო ახდენს;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დახმარების პაკეტის ზრდა განხორციელდა ორ ეტაპად: მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ლარიდან 220 ლარამდე, ხოლო ივლისიდან 220 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთანავე სახელმწიფო აფინანსებს ასეთი ბავშვების დღის ცენტრებს;
• უფასო გახდა საბავშვო ბაღები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი. კვების რაციონის გარეშე არ დარჩენილან ბავშვები, როდესაც პანდებმიის გამო საბავშვო ბაღები დაიკეტა;
• აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა;
• ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ახალგაზრდები, თუნდაც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით.
• სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი დახასიათებისათვის ამ ყველაფერს დაუმატეთ მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება;

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად. თითქმის არცერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა ან საერთოდ არ მოქმედებდა ან უმნიშვნელო იყო. ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს,”- წერს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებებია შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები