ნინო წილოსანი: თანხების არასწორი, არალეგალური მოძრაობა შეინიშნება, რომელიც დიდწილად, ალბათ, ჩაანაცვლებს იმ უცხოურ დაფინანსებას, რომელიც „ენჯეოების“ მეშვეობით ექსტრემიზმში მიდიოდა

უცხოური დაფინანსება და მათ შორის, თანხების არასწორი, არალეგალური მოძრაობა შეინიშნება, რომელიც დიდწილად, ალბათ, ჩაანაცვლებს იმ უცხოურ დაფინანსებას, რომელიც „ენჯეოების“ მეშვეობით ექსტრემიზმში მიდიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გიული ალასანიას უნივერსიტეტზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე პირდაპირ უცხოური ფინანსდება ვეღარ ხვდება აქციის დაფინანსებაში, თუმცა მოახერხეს, გვერდის ავლით, მათ შორის გიული ალასანიას უნივერსიტეტის ჩართულობით დააფინანსონ ის ახალგაზრდები, რომლებიც დიდწილად ექსტრემიზმით არიან დაკავებული.

გიული ალასანიაც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ახალგაზრდების რეკრუტინგს ეწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ გვეტყვის, რომ ეს ექსტრემიზმს ეხმარება. უცხოური დაფინანსება და მათ შორის, თანხების არასწორი, არალეგალური მოძრაობა შეინიშნება, რომელიც დიდწილად, ალბათ, ჩაანაცვლებს იმ უცხოურ დაფინანსებას, რომელიც „ენჯეოების“ მეშვეობით ექსტრემიზმში მიდიოდა“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები