გიორგი კალანდარიშვილი: ხშირად ერევათ ხოლმე დამკვირვებლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები კენჭისყრის დღეს, უნდა გაიმიჯნოს დაკვირვება და კომისიის საქმიანობაში ჩარევა

ხშირად ერევათ ხოლმე დამკვირვებლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები კენჭისყრის დღეს და თითქოს რომელიმე მოქმედების განხორციელებად ითვლება, რომ ისინი თითქოს კომისიის საქმიანობაში უნდა ჩაერიონ, მითითებები მისცენ, რაღაც მოსთხოვონ მაშინ, როდესაც უნდა გაიმიჯნოს დაკვირვება და კომისიის საქმიანობაში ჩარევა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, დაკვირვება მნიშვნელოვანია, თუმცა არა ისე, რომ ვიღაცამ სადამკვირვებლო შედეგები სპეკულაციებისთვის გამოიყენოს.

„ზოგადად დამკვირვებლების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ფორმალისტურად, მიკერძოებულად რეგისტრირებული დამკვირვებლები კი არა, რაზეც ასევე ეუთო არაერთ თავის ანგარიშში საუბრობდა, არამედ ობიექტური დაკვირვების განმახორციელებლები და დაკვირვების განმახორციელებლები, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ხშირად ერევათ ხოლმე დამკვირვებლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები კენჭისყრის დღეს და თითქოს რომელიმე მოქმედების განხორციელებად ითვლება, რომ ისინი თითქოს კომისიის საქმიანობაში უნდა ჩაერიონ, მითითებები მისცენ, რაღაც მოსთხოვონ მაშინ, როდესაც უნდა გაიმიჯნოს დაკვირვება და კომისიის საქმიანობაში ჩარევა.

ესეც ცალკე გასამიჯნი არის იმიტომ, რომ გვინახავს მაგალითად ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომლის დაკვირვებამაც 2020 წელს კარგად ვნახეთ პარალელურად დათვლის შედეგების შეცდომით თუ არ ვიცი რაც იყო, ფაქტი არის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ აღიარებით გამოიკვეთა, რომ ეს იყო ცდომილება, მაგრამ ამ ცდომილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო გარემო, შემდგომ ასევე ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე იგივე ორგანიზაციის პოზიცია, რომ პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაგრამ არ გამოვაქვეყნებთო. ამან კიდევ უარესად დააზიანა [პროცესი]. თუ ემთხვევა, მაშინ რატომ არ აქვეყნებ? და თან თუ ემთხვევა, ე.ი. ნიშნავს, რომ ის რაღაც ციფრები, რომელსაც სხვადასხვა ჩართული მხარე წარმოაჩენდა, რომ თითქოს იყო მანიპულირებული, ე.ი. ის იმთავითვე სცემდა პასუხს, რომ არანაირი ციფრები არ იყო მანიპულირებული და იმთავითვე პროცესში ყველაფერი კეთილსინდისიერად არის განხორციელებული. არ ვსაუბრობ სხვა დამატებით მილიონ კომპონენტზე, რომელიც გამორიცხავს იმთავითვე ამ ბრალდებების არსებობასაც კი. წელს კიდევ ამ ორგანიზაციის შეფასება, რომ რაღაც კანონიდან გამომდინარე თითქოს რაღაც შეზღუდვები არის, ამიტომ არ დარეგისტრირდებიან, მაგრამ თან აკვირდებიან.

რა თქმა უნდა, დაკვირვება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ის, რომ ვიღაცამ თავისი სადამკვირვებლო შედეგები ისევ სპეკულაციებისთვის გამოიყენოს და პირიქით, სიკეთეების ნაცვლად უარყოფითი ელემენტები შესძინოს პროცესს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები