საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ევროკავშირის სპიკერისა და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„ასეთ სავალალო რეალობამდე მიიყვანა ევროკავშირი ბრიუსელის მიერ ღირებულებების პოლიტიკური ინტრიგებით ჩანაცვლებამ.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.