ირაკლი კობახიძე – მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს
ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან.
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.