გიორგი კალანდარიშვილი: შევიმუშავეთ სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუნდაც ამომრჩეველმა არასწორად მოათავსოს ჩარჩო ფორმაში ბიულეტენი და რომც არსებობდეს გამოჟონვის კვალი, შეუძლებელი იქნება იდენტიფიცირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკომ შეიმუშავა ხმის მთვლელი აპარატისთვის სპეციალური საფარი, რომელიც ხმის ფარულობას დამატებით უზრუნველყოფს.

ამის შესახებ კალანდარიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„კითხვებისა და სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ზომა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ვენდორ კომპანიასთან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური საფარი, რომელიც დამაგრებული იქნება ხმის მთვლელი აპარატის ჭრილის თავზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ამომრჩეველმა არასწორად მოათავსოს ჩარჩო ფორმაში ბიულეტენი და რომც არსებობდეს გამოჟონვის კვალი, შეუძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება განხორციელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩო ფორმის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ასევე შეუძლებელია გამოჟონვის კვალის დანახვა, ასევე, სულ რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების გარეშე მოვათავსოთ ბიულეტენი და ცალსახად ვხედავდეთ გამოჟონვის კვალს, ის არცერთ შემთხვევას არ ნიშნავს იმას, რომ იდენტიფიცირებადია ნება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ჩარჩო ფორმა ამობრუნებული სახით უნდა მოათავსოს ამომრჩეველმა და რატომ – რადგან, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად მოთავსდა, ან ბიულეტენი არის დაზიანებული, ის [ხმის მთვლელი აპარატი] გამოაბრუნებს უკან და, ასეთ შემთხვევაში, რომ არ მოხდეს დანახვა ზედხედით, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომაც არსებობს ჩარჩო ფორმა, რომ დამატებით, ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ, თუ [ბიულეტენი] ჩარჩო ფორმაში არასწორად მოთავსდა და არის გარკვეული ზღვარი ჭრილსა და ბიულეტენს შორის, გამობრუნების შემთხვევა დაფიქსირდა და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, არსებობს გამოჟონვის კვალი, ეს სპეციალური საფარი უზრუნველყოფს იმას, რომ იმ მანძილით არის დაფარებული, რომ შეუძლებელი იყოს თეორიულადაც კი, გამოჟონვის კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი დანახვა, რაც გვაძლევს იმას, რომ სპეკულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით რომ, თითქოს, ეს ჰიპოთეტურად ტოვებდა ალბათობას, რომ ვინმეს ფარულობა შეიძლებოდა დარღვეულიყო, იყოს გამორიცხული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები