თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი და საერთაშორისო მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება ოპოზიციისთვის მკაფიო ნიშანია, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ფართო ლეგიტიმაცია აქვს! რაც ოპოზიციის გეგმებში არ შედიოდა,

“ელენე ხოშტარიას განცხადება „რუსულ ტერმინოლოგიაზე“ და „იზოლაციის გაფორმებაზე“ არა რეალობის, არამედ ოპოზიციის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები და ის მიღებულ იქნა როგორც ქვეყნის ლეგიტიმური წარმომადგენელი. მისივე თქმით, ამ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეძლო მძიმე ზეწოლის გაძლება და შეინარჩუნა სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.

„ელენე ხოშტარიას განცხადება „რუსულ ტერმინოლოგიაზე“ და „იზოლაციის გაფორმებაზე“ არა რეალობის, არამედ ოპოზიციის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. საერთაშორისო პრაქტიკაში იზოლაცია ნიშნავს, რომ ქვეყანას აღარ იწვევენ, აღარ უსმენენ და აღარ აღიქვამენ პარტნიორად. ყაველაშვილის ვიზიტმა კი პირიქით აჩვენა – საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები და ის მიღებულ იქნა როგორც ქვეყნის ლეგიტიმური წარმომადგენელი. ეს არის ინსტიტუციური აღიარება, რასაც ვერანაირი ხმამაღალი განცხადება ვერ შეცვლის.

ამ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეძლო მძიმე ზეწოლის გაძლება და შეინარჩუნა სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეში პრეზიდენტს პირადად გადაუხადა მადლობა ამ სწორი კურსისთვის.

თავის გამოსვლაში კი დონალდ ტრამპმა სწორედ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რასაც საქართველო იცავს.

ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე არა იზოლირებული, არამედ აქტიური და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეა.

ოპოზიციის რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით დგას არა არგუმენტებზე, არამედ ქილიკსა და დეზინფორმაციაზე – იქნება ეს ტრამპის შეხვედრების იგნორირება, რეალური ფოტოების ფოტოშოპად გასაღება თუ დამოუკიდებლობის მილოცვის წერილის „დამალვა“ და „ფეიკად“ გამოცხადება.

ასეთი სტრატეგია უკვე აღარ ჰგავს კრიტიკას, ეს არის დეზორიენტაციის მცდელობა, როცა ფაქტებს ვეღარ ებრძვი და ალტერნატიულ რეალობას ქმნი.

ხოშტარია ხედავს, რომ ეტაპობრივად თავად ოპოზიცია ხდება იზოლირებული, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაკავშირებას გლობალურ პროცესებთან.

საქართველოს პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი და საერთაშორისო მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება ოპოზიციისთვის მკაფიო ნიშანია, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ფართო ლეგიტიმაცია აქვს! რაც ოპოზიციის გეგმებში არ შედიოდა, რადგან ისინი საერთაშორისო მხარდაჭერის პარალელურად შიდა მხარდაჭერასაც კარგავენ”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები