ირაკლი კობახიძე: „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ
მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ბრალდებებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები და ამ პირობებში, არავის უნდა უკვირდეს, რომ მათი კანდიდატები ტოვებენ პოლიტიკურ გაერთიანებას.
„სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როცა „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები“, – განაცხადა პრემიერმა.