გიორგი ვაშაძე: ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ სამიზნედ ამომირჩია, მაგრამ მე ამას არასდროს არ ვუპასუხებ იმავე სიბინძურით
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის გამო, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ ის “სამიზნედ ამოირჩია”. როგორც მან აღნიშნა, თუ „ნაცმოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას. ჩვენს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება. მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, უნდა იცოდეს, რომ ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეთანხმების დამრღვევს, არასწორი ქმედებების განმახორციელებელს შესაბამისი პასუხი გაეცემა ამომრჩევლისგან. როგორ უნდა გქონდეს შენ ამომრჩევლის ნდობა.
მთავარი მიზანია დამსხვრეული ოცნებების პარტიის შეცვლა და არა გააფთრებული შეტევა ჩემზე. მინდა, ეს ყველა პარტიას შევახსენო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.