გორში ქართლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში ქართლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 279 998 ლარია.
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს.
ქუჩის სიგრძე 299 მეტრია. გზის საფარი ამორტიზებული იყო, შეინიშნებოდა ორმოებიც, რაც გადადგილებისას პრობლემებს უქმნიდა როგორც მღოლებს ასევე ქვეითებს.
„პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად რეაბილიტირდება ტროტუარები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. მოეწყობა ბორდიურები და ჰორიზონტალური საგზაო ნიშნები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება.” – განაცხადა გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები