ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩას.
“ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე  – ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.
პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ჯამურად, 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და  აღმაშენებელის ქუჩები.
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება.
ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება”, – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები