სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, სოსო ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.

„მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი –  დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. მისი დაკამყოფილება არ მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ არგუმენტაცია რეალური იყო იმიტომ, რომ საქმის მასალებიდან გამოვდიოდი და ბევრად საფუძვლიანი იყო, ვიდრე – დაცვის მხარის, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიზიარა მათი“, – აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები