გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარის შუამდგომლობები, საქმე გადაცემულია არსებითად განსახილველად

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, რაც დააკმაყოფილა.

„სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე არ დააკმაყოფილა. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმომადგენლების პოზიცია და დააკმაყოფილა. არ იქნა შეწყვეტილი დევნა არცერთი ბრალდებულის მიმართ. საქმე გადაცემულია არსებითად განსახილველად ექვსივესთან მიმართულებით”, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები