გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთერთი არასრულწლოვანის ადვოკატი: მოვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს

“მოვითხოვთ, შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეს სასამართლოს არსებითად განსახილველად”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს.

„ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვები, უკვე განვაცხადეთ წინა სასამართლო სხდომაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს სასამართლო დაუშვებს და გვექნება შესაძლებლობა ეს მტკიცებულებები გამოვიკვლიოთ, თუ საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცემა. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმე და არ გადაეცეს სასამართლოს არსებითად განსახილველად“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები