კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 93 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 93 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაავადების კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 3 საკარანტინე ლოკაციაზე, დღეის მონაცემებით, 147 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი  38 მოქალაქე რჩება.

ცნობისთვის, დღემდე კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 10810 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები