The Times: MI5 პუტინის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა

“ბრიტანეთის დაზვერვა მოსკოვის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ რუსი დისიდენტების გაფრთხილებას მუდმივად უგულებელყოფდა – მიიჩნევს იმ ბიზნესმენთა ჯგუფის უკანასკნელი წარმომადგენელი, იული დუბოვი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდა”, – წერს The Times-ი.

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილს გული წაუვიდა და ის 52 წლის ასაკში საკუთარ სახლში, სურეიში გარდაიცვალა; ბორის ბერეზოვსკი 2013 წელს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს; ასევე, ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც გარდაცვლილი მისმა ქალიშვილმა 2018 წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით იპოვა. აღინიშნება, რომ ამ საქმეების გამოძიებას ბრიტანეთის პოლიცია აგრძელებს.

როგორც The Times-ი წერს, იული დუბოვი აცხადებს, რომ ბრიტანეთში მყოფი დისიდენტები МI5-ს კრემლის საკითხზე მეტი თანხის გამოყოფისკენ მოუწოდებდნენ, “72 წლის დუბოვი ოთხი დევნილიდან ერთერთია, რომელიც სასამართლოში რუსეთში არსებულ კორუფციაზე საუბრობდა. დანარჩენი სამი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა”.

დუბოვის თქმით, MI5-მა დიდი შეცდომა დაუშვა” როდესაც რუსეთს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, “მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაათვითცნობიერა ბრიტანეთმა, რომ პუტინი “დიდ საფრთხეს” წარმოადგენს”.

“დუბოვი მიესალმება რუსეთის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის დაგვიანებით გაკეთდა, ასევე, დასძინა, რომ არჩევნებში ჩარევა, სავარაუდოდ, არის აგრესიის ახალი აქტების მომასწავებელი. ძალიან დიდი შეცდომა იყო პუტინის რუსეთის განხილვა, როგორც ცივილური სახელმწიფო, რადგან პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რაც მოუნდება”, – წერს გამოცემა.

ბიზნესმენი და მწერალი, იული დუბოვი ბორის ბერეზოვსკის მეგობარი და პარტნიორი იყო. 2003 წელს მან ბერეზოვსკისთან ერთად ლონდონში თავშესაფარი იმ დროს მიიღო, როდესაც კრემლი მათ ექსტრადირებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები