ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სპეციალური რეისი შესრულდება

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 ივლისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. (მოფრენა – 15:10 საათზე, გაფრენა 15:40 საათზე).

​სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – „ვიზეარი“ შეასრულებს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ორივე მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია.

„ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანენ.

ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები – Georgian Bus და Omnibus Express-ი მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე travel.gov.gr. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები