ათენში ჟურნალისტს ესროლეს – სტეფანოს ხიოსი გულის არეში ჭრილობით არის ჰოსპიტალიზებული

ათენში დაუდგენელმა პირებმა გაზეთ “მაკელიოს” ჟურნალისტს, სტეფანოს ხიოსას ესროლეს.

გაზეთის რედაქციის ინფორმაციით, ჟურნალისტი კისრისა და გულის არეშია დაჭრილი, ის ჰოსპიტალიზებულია.

თავდასხმა ღამის ორ საათზე მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ჟურნალისტს საკუთარ სახლთან ავტომობილიდან ესროლეს და მიიმალნენ.

ექიმები ჟურნალისტის მდგომარეობას “კონტროლირებადად” აფასებენ.

გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, რომ ხიოსის ლიკვიდირების ბრძანება იმ პირებმა გასცეს, რომლებიც “პოლიტიკური ტერორისა და კორუფციის უკან დგანან” იმ პუბლიკაციების გამო, რომელიც ჟურნალისტს ეკუთვნის.

ამასთან, ხიოსი არაერთხელ ყოფილა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებული, ასევე, პოლიტიკოსების მისამართით გამოთქმული მუქარის გამო. მაგალითად, 2018 წელს ის დაკავებული პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მკვლელობის მოწოდების შემცვლელი პუბლიკაციის გამო იყო, რომელიც მაკედონიის სახელწოდების შეცვლას უკავშირდებოდა.

გარდა ამისა, საბერძნეთის ჟურნალისტთა უმსხვილესმა პროფკავშირმა არაერთხელ დაგმო ხიოსი ეთიკური ნორმების დარღვევის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები