თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს, საქმეს კი კვალიფიკაცია დაემატა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის განმარტებით, კვალიფიკაციის დამატება გამოძიების მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია.
“მუხლის კვალიფიკაციის დამატება ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გამოძიების მხრიდან. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ, გამოძიების მასალებს დავეყრდნობოდით, ჩვენი ერთერთი ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაზე დაკმაყოფილდა. ის ფაქტი, რომ მამას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, წინ გადადგმული ნაბინია იმისკენ, რომ გამოძიება რეალურად ჩატარდეს. დასაწყისში გამოძიების მიმართ უნდობლობა იყო, თუმცა რადგან ასე იკვეთება ეტაპობრივად ფაქტები, მივიჩნევ, რომ გამოძიება ნამდვილად ეფექტურად მუშაობს”, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.