მიხეილ რამიშვილი: თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ამის გამო არ შეიძლება, ვინმე დაისაჯოს, მკვლელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ადამიანმა უნდა მოგკლას

“თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ამის გამო არ შეიძლება, ვინმე დაისაჯოს, მკვლელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ადამიანმა უნდა მოგკლას, ამის უკან შეიძლება, გარემოება არსებობდეს, პირები არსებობდნენ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე მთავარ მოთხოვნად მუხლის გადაკვალიფიცირება და დაზარალებულის უფლებამონაცვლედ მამის ცნობაა.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იყოს ცნობილი მამა და, გარდა ამისა, საქმის მასალებს გავეცნო და გადმომეცეს ის, რაც საჭიროა, რათა დეტალურად ვიყო ინფორმირებული.

თავიდან, გასაგებია, რადგან ადამიანი იყო გამქრალი, ძებნა მიმდინარეობდა და იმ მუხლით წავიდა. ავტომობილით იყო წასული არეალიდან, მიმდინარეობდა მისი ძებნა, შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე იყო საუბარი. მაგრამ დღეს აღმოჩენილია მისი ცხედარი, შესაბამისად, უნდა დადასტურდეს, გამოიძიონ, მისი მკვლელობა მოხდა თუ რა მოხდა, მის სიცოცხლეს რითი დაემუქრა საფრთხე.

თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ამის გამო არ შეიძლება, ვინმე დაისაჯოს, მკვლელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ადამიანმა უნდა მოგკლას, ამის უკან შეიძლება, გარემოება არსებობდეს, პირები არსებობდეს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები