კობა თამაზაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ ან არ ვუცხადებთ, ჩვენი ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაა

“ვერ ვიტყვი, რომ გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ ან არ ვუცხადებთ. ვნახოთ, იქნებ, გამოძიება სწორედ იმას ადგენს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ვეჭვობთ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახის ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაა.

“ამ ეტაპზე გამოძება არ დაგვკავშირებია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გამოძიებაც გამოძიების პროცესშია. წინასწარ არ ვიცით არაფერი, ამიტომ ვერანაირ განცხადებას ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ. გამოძებას უფრო მეტი წვდომა და ხელშემხებლობა აქვს და სანამ არ გავეცნობი, წინასწარ ვერ ვიტყვი.
ვერ ვიტყვი, რომ გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ ან არ ვუცხადებთ. ვნახოთ, იქნებ, გამოძიება სწორედ იმას ადგენს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ვეჭვობთ. ჩვენი ვერსია ასეთია – თვითმკვლელობამდე მიყვანა, თუ ეს დაფიქსირდა, რა თქმა უნდა. რამდენადაც მე ვიცი, არ ფიქსირდება ზეწოლისა და ძალადობის კვალი, არ ფიქსირდება რაიმე ჭრილობა, რაც თამარის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა”, –  ამბობს კობა თამაზაშვილი

მისივე განმარტებთ, თვითმკვლელობა აფექტის მომენტია და გზაში ეს აფექტი გადაუვლიდა, თუ ვინმემ ამ ზომამდე არ მიიყვანა.

“თვითმკვლელობას რაც შეეხება, აფექტია და ყველანი ადამიანები ვართ. მე ბიძის პოზიციიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ თამუნა თავს მოიკლავდა, ვერ ვიტყვი ამ ყველაფერს. თვითმკვლელობა ისეთი მომენტია, უცებ, წამიერად ხდება ეს ყველაფერი. გოგომ, რომელმაც დილით “ჰერკულესი” მიირთვა, ჩაჯდა მანქანაში, გაიარა 50 კილომეტრი, მას აფექტი გადაუვლიდა. თამუნას არ ჰქონდა ისეთი აუცილებელი და კრიტიკული მიზეზი, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა”, – თქვა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები