სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა (ფოტო)

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი გადაეცა. მათგან – 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო – 15 მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

აღნიშნული ავტომობილებიდან მაღალი გამავლობის რვა სასწრაფო დახმარების მანქანა დედაქალაქს მოემსახურება, დანარჩენი კი რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები