ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს

„მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი.

„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. ამიტომ მინდა, დავიწყო მადლობით, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა “ქართული ოცნების” გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ, ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ
საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსნიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები