რა უნდა ვიცოდეთ, თუ საზღვარგარეთ წასვლას გადავწყვეტთ – ვის და რა პირობებით შეეძლება საზღვრის კვეთა

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან ხუთთან, კერძოდ, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს მთავრობის პრესამსახურში “კვირას“ განუმარტეს, ამ ხუთივე ქვეყანაში საქართველოს ყველა მოქალაქეს უპირობოდ შეუძლია გამგზავრება ისე, რომ არანაირ საკარანტინე შეზღუდვას არ დაექვენფებარება. ანალოგიური პირობებით იღებს ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოც. მოკლედ, თუ გერმანიაში მიემგზავრებით, იქ არც 14-დღიან კარანტინში ყოფნა მოგიწევთ და არც – PCR ტესტის ჩატარება. იგივე პირობები ხვდება საქართველოში ჩამოსულ, საქართველოს მოქალაქეს.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში მოგზაურობის ისტორია აქვთ და უკან დაბრუნდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. როგორც მთავრობის პრესამსახურში განმარტავენ, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კეთდება, ვინაიდან რისკი იმისა, რომ მოგზაურობიდან ინფიცირებული დაბრუნდეთ, ჯერ კიდევ არსებობს. კარანტინის გავლა არ მოუწევთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიაში ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის უფლებას ფლობენ.

მათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

რაც შეეხება ევროკავშირის იმ ქვეყნებს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია), რომლებმაც საქართველო შეიყვანეს “მწვანე სიაში”, მაგრამ საზღვრის უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ – ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქრთველოში შემოსვლა მხოლოდ 14-დღიანი კარანტინის შემდეგ შეუძლიათ. იგივე პირობები მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისათვის აღნიშნულ ქვეყნებში. საგულისხმოა, რომ კარანტინიში ყოფნა ორივე შემთხვევაში საკუთარი ხარჯით ხდება.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია) საზღვარი ისევ ჩაკეტილი რჩება. შესაბამისად, ამ ქვეყნებში წასვლა და იქაური მოქალაქეების ჩამოსვლა, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

რაც შეეხება საქართველოში საქმიანი ვიზიტით შემოსვლას ან საქართველოდან გამგზავრებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად არის შესაძლებელი, თუმცა სტუმარი ვალდებულია, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო, 14-დღიანი კარანტინი. ეს არ ეხებათ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების საქმიანი ვიზიტით გამგზავრებას ამა თუ იმ ქვეყანაში – როგორც მთავრობაში განმარტავენ, საქმიანი ვიზიტორების წესი ყველა ქვეყანას ინდივიდურად აქვს განსაზღვრული და ეს წესები პოტენციურმა ვიზიტორმა იმ ქვეყნის საელჩოში უნდა გაარკვიოს, სადაც წასვლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები