სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ზურაბიშვილმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

„თქვენი ხელახლა არჩევა არის საქართველო-პოლონეთის მტკიცე ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა, რომლითაც ქვეყნები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპის, ნატო-სა და ჩვენი ისტორიული კავშირების მიმართულებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები