კალასი: ევროპის ქვეყნებს რუსული აქტივების შესახებ ერთიანი პოზიცია არ აქვთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის გაყინულ აქტივებს აგვისტოში განიხილავენ, თუმცა კავშირის ქვეყნებს მათი გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ, – ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი თანხები… რათა რეალურად დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში. ამჟამად სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ჩვენ მხოლოდ შეთანხმება გვაქვს გაყინული აქტივების არაფორმალურად განხილვის შესახებ, რასაც აგვისტოში მინისტრებთან ერთად გავაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მოისმინოს ერთმანეთის არგუმენტები“, – თქვა კალასმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ უწოდა ევროპაში რუსული აქტივების გაყინვას ქურდობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ ფიზიკური პირების სახსრებს, არამედ რუსეთის სახელმწიფო აქტივებსაც ესხმის თავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას უპასუხებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ასევე აქვს შესაძლებლობა, არ დააბრუნოს ის თანხები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთში შეინახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები