უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა
უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა,- ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილებას მხარი 320-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. ის ძალაში 7 აგვისტოს შევა და 90 დღის განმავლობაში, ანუ 2025 წლის 5 ნოემბრამდე იმოქმედებს.
ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რეჟიმის მეთექვსმეტე გახანგრძლივებაა.