ვაჟა სირაძე: ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია კიდევ ერთი გარდაცვლილი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. დამატებით, ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მისივე თქმით, დაღუპულთაგან ერთი მამაკაცი, ერთი კი ქალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები