ესტონეთის პრემიერი: პუტინის შეჩერება ძალის გამოყენებით შეიძლება, ახლა ამას ტრამპიც კი ხვდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, ომის შეჩერების იძულების ერთადერთი გზა ძალაა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს მაშინვე ვერ გაიგო.

ამის შესახებ მან Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მიხალის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინვე ვერ გააცნობიერა, რომ პუტინთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო.

„როგორც ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, როდესაც ომი დაიწყო, ამერიკის პრეზიდენტსაც ეგონა, პუტინთან საუბრით რაღაცის მიღწევა შეეძლო. თუმცა, ვფიქრობ, ახლა მათ გააცნობიერეს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ, ევროპელებმა, ვიცით, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. მისი შეჩერების ერთადერთი გზა ძალაა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ომს შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო აგრძელებს.

„პუტინისა და მისი რეჟიმისთვის შიში ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა“, – დასძინა მიხალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები