ექსპერტის თქმით, მოლდოვამ მმართველობის ფორმის შეცვლაზე უნდა იფიქროს

მოლდოვამ მმართველობის ფორმის შეცვლაზე უნდა იფიქროს, რათა თავიდან აიცილოს პოლიტიკურ სისტემაში დისბალანსი, რადგან პრეზიდენტი გარდაუვლად შეეცდება თავისი უფლებამოსილებების გაფართოებას, – ამის შესახებ მოლდოვას იუსტიციის ყოფილმა ვიცე-მინისტრმა და ქვეყნის ყოფილმა წარმომადგენელმა ვენეციის კომისიაში, ნიკოლაე ესანუმ განაცხადა.

„მოლდოვას ამჟამინდელი კონსტიტუციური მოდელი ღრმად დისფუნქციურია და განმეორებითი პოლიტიკური კრიზისებით არის სავსე, ის სახელმწიფოში ძალაუფლების ორგანიზების ბომბს წარმოადგენს. ჩვენ უნდა განვიხილოთ მმართველობის ფორმა: ან ნამდვილი პარლამენტარიზმი, ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ამჟამინდელი მოდელი, რომელიც არასტაბილური ჰიბრიდია, ვერ გაგრძელდება, ის დისბალანსს იწვევს“, – განუცხადა ესანუმ ჟურნალისტებს.

ვენეციის კომისიაში ქვეყნის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, მოლდოვას პრეზიდენტი არ არის არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლების წევრი და მისი მონაწილეობა საჯარო ადმინისტრირებაში კონსტიტუციით არის შეზღუდული.

„თუმცა, სახალხო კენჭისყრით მოპოვებული ლეგიტიმაცია გარკვეულ მოლოდინებსა და ცდუნებებს ქმნის“, – აღნიშნა ესანუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები