ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია

,,ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან სასაუბროდ მზადაა.

„ჩვენი გათვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ვიცავთ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას და არ უნდა იყოს დაფუძნებული აღქმასა და შანტაჟზე.

ჩვენ თავს არავის ვესხმით, ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში, ვართ თავმოყვარე ერი და ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაცია რაც ჩვენი მისამართით მოდის, ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა აღქმებზე, არამედ არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენი ეს მიდგომა ვერ შეიცვლება, შესაბამისად გადაკვეთის წერტილი არის ერთი – სამართლიან თამაშის წესებზე ჩამოვყალიბდეთ და არაფერი იყოს უსაფუძვლო. თუ რამე ტიპის პრეტენზია იქნება, ეფუძნებოდეს არგუმენტებს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები