ტრამპი: ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა უნდა განახორციელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნა დააანონსა და რუსეთთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გაამკაცრა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას ჰკითხა, შეეძლო თუ არა კიევს მოსკოვზე დარტყმა, თუ აშშ მას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდიდა.

თეთრი სახლის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველა ნახავს, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან“ მას შემდეგ, რაც მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე 50-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და წინააღმდეგ შემთხვევაში ის „მკაცრი“ ტარიფების წინაშე აღმოჩნდება.

მანვე დასძინა, რომ ჯერჯერობით „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის ლიდერით.

კითხვაზე, იყო თუ არა ახლა უკრაინის მხარეს, ტრამპმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ, კაცობრიობის მხარეს ვარ. მინდა შევაჩერო კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები