Bloom Festival 2025 – ჯანსაღი ცხოვრება, სილამაზე და ქართული კურორტები ერთ სივრცეში

17 და 18 ივლისს, თბილისის ისტორიულ ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე გაიმართება პირველი ყოველწლიური – ველნესის, ბუნების და სილამაზის ფესტივალი – Bloom Festival 2025, რომელიც იწვევს ყველას, ვისაც სურს – მეტი იცოდეს ქართული კურორტების შესაძლებლობებზე, ველნეს ინდუსტრიაზე, ბუნებრივ პროდუქტებსა და ჯანსაღი ცხოვრების სტილზე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი მიზანია, წარუდგინოს ვიზიტორებს საქართველოს უნიკალური თერმული და აეროკლიმატური კურორტები, ბუნებრივი რესურსებით შექმნილი ადგილობრივი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურშია.

ღონისძიება აერთიანებს ქვეყნის 16-ზე მეტ ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტს, 30-ზე მეტ მცირე მეწარმეს და სპა/ველნეს ბრენდს.

სტუმრებს ელოდებათ:

• გამაჯანსაღებელი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა

• მასტერკლასები ზეთის, საპნის, შრატისა და სხვა სპა საშუალებების დამზადებაზე

• საკურორტო სერვისების გაცნობა

• საავტორო მეთოდების პრეზენტაციები და უნიკალური შეთავაზებები.

აქ შეხვდებით ისეთ კურორტებს, როგორიცაა: ბიოლი, ნუნისი, ამბასადორი კაჭრეთი – გოლფ რეზორტი, წყალტუბო პრომეთე, მე-6 წყარო, უჯარმა, და სხვა.

ასევე, ადგილობრივ ბრენდებს: „დუმბო“, „ნამუ“, შუხმანი, ანნე როში პიელნატურალსი“, „ველედა“, „ბებო კარლა“, „ტოტოს ლავანდა“ და მრავალ სხვას.

BLOOM FESTIVALI არის იშვიათი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში ნახოთ:

• რას სთავაზობს საქართველოს საკურორტო ინდუსტრია

• როგორ იქმნება ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული პროდუქტები

• როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი იმუნიტეტი, ფსიქოემოციური მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი — ადგილობრივად, ქართული მეთოდებით.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიებას თან ახლავს ინტერაქციული პროგრამა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, ბუნება და კომფორტი – თბილისში, ორთაჭალაში მდებარე, 85-წლიან ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე.

ორგანიზატორი: “ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაცია”

თანაორგანიზატორი საინფორმაციო მხარდამჭერი: “იდუმალი ბაღები”

პარტნიორები: “ მეიდან გრუპი”, “ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი”

 

2025 წლის 17-18 ივლისი, 16:00 სთ

სად: ვახტანგ გორგასლის ქ. 9, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი

შენთვის, ვინც ეძებს სილამაზეს, ბუნებასთან კავშირს და შთაგონებას — ეს ფესტივალი აუცილებლად მოსანახულებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები