ირაკლი ბენდელიანი: კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე
“მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, “- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობით ხდება თითოეული ოჯახის თავიანთ ბინებში შეყვანა და პირველადი ნივთების გამოტანა, შესაბამისად სრული პროცესი კონტროლქვეშ გვაქვს და ყველა ძირითადი პირველადი სამუშაოები, რაც იყო ჩატარებული, უკვე განხორციელებული გვაქვს.
„იმ წუთიდანვე, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ჩაერთო და გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, მიუხედავად ამისა თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში, სადაც ისინი უსაფრთხო გარემოში არიან.
დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობით ხდება თითოეული ოჯახის თავიანთ ბინებში შეყვანა და პირველადი ნივთების გამოტანა, შესაბამისად სრული პროცესი კონტროლქვეშ გვაქვს და ყველა ძირითადი პირველადი სამუშაოები, რაც იყო ჩატარებული, უკვე განხორციელებული გვაქვს.
გუშინ საღამოდან დავიწყეთ ამ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების ჯებირებით შემოღობვა, შევზღუდეთ საავტომობილო გზაც, ვინაიდან იქ გადაადგილება არ არის უსაფრთხო. შემოღობილ ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში პირველადი საჭიროების ნივთები, რაც მოსახლეობას დასჭირდება, მათ გამოტანაში დავეხმაროთ.
შემთხვევის ადგილზე სრული ტერიტორია ჯებირებით არის შემოღობილი და იქ გადაადგილება ამ ეტაპისთვის შეზღუდულია“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.