“პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ დაზარალებულის შემთხვევაში” – პროკურორი

20 ივნისის საქმეზე, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეში დაადგინა დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილში და, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარება, რათა დადგინდეს შსს-ის მხრიდან ღონისძიების დაგეგმვისას ხომ არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის გადაცდომას, ან დანაშაულებრივ ქმედებას.

შესაბამისად, დღესაც, დაზარალებულის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ იმ დაზარალებულის შემთხვევაში, რომელიც დღეს იღებს მონაწილეობას საგამოძიებო ექსპერიმენტში,” – აღნიშნა ბერძენიშვილი.

პროკურორის განმარტებით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რამდენად სწორად დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიებები და ხომ არ იყო ძალის გადამეტების ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები