თევდორე მღვდლის ათ ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
თევდორე მღვდლის ათ ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული შენობის შემოღობვის სამუშაოები ხორციელდება.
გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.