შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად აგვისტოს ბოლო დააწესონ. ამის შესახებ პორტალი Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკისთვის აქამდე მოხსნილი სანქციები კვლავ აღდგება.
როგორც Axios-ი იუწყება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამაზე ორშაბათს, 14 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.
თუ ამ ვადაში ახალი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, სამი ევროპული ქვეყანა გეგმავს გაააქტიუროს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აღადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2015 წლის ირანთან შეთანხმებით მოხსნილ ყველა სანქციას.