სომხეთი აღიარებს, რომ ფრონტზე დანაკარგი აქვს

აზერბაიჯანის არმიის საპასუხო ცეცხლის შედეგად, სომხეთის ტავუშის ოლქში პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

ამის შესახებ “Facebook-ში” სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, შუშან სტეფანიანი წერს.

Report.az წერს, რომ ეს “სომხეთის ოფიციალური პირების პირველი განცხადებაა მსხვერპლის შესახებ, მოუხედავად იმისა, რომ ფრონტზე მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს (30-ზე მეტი გარდაცვლილი), თუმცა ამას არ აღიარებს”.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები