საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ჯერჯერობით, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.