ამირან გამყრელიძე: საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

“ყველა არის საკარანტინე ზონიდან, ანუ იმპორტირებულია. ვინც მოხვდა კარანტინში და შემდეგ კარანტინში განუვითარდათ სიმპტომები. ყოველდღიურად ერთეული ახალი შემთხვევები გვაქვს, ჯერჯერობით ორნიშნა ციფრს არ აღწევს, ანუ 3, 5, 8 შემთხვევა გვაქვს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები