სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უკვე მეოთხედ გახანგრძლივდება

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივება იგეგმება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

“შევეცდებით, საგანგებო ვითარების დროს კანონმდებლობის დავხვეწოთ ისე, რომ საგანგებო ვითარების გაუქმების პირობებში ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა გვქონდეს”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ საგანგებო ვითარება მუდმივად ვერ გახანგრძლივდება.  ეს ყველას პრობლემაა. თუმცა, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარების უგულებელყოფა არ შეიძლება.

მისივე თქმით, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ უახლოეს დროში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, სულ მცირე, ერთხელ გახანგრძლივდება.

“ამჟამინდელი ტემპი გვიჩვენებს, რომ სხვაგვარად ვერ მოვიქცევით”, – განმარტა ქვეყნის პრემიერმა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს დაწესდა, ამ ხნის მერე ის სამჯერ გახანგრძლივდა და 13 ივლისამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები