ზვიად შალამბერიძემ პრეზიდენტთან ერთად ქუთაისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა (ვიდეო)

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქუთაისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა.

შალამბერიძემ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

“წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე”, – აღნიშნა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები