ავღანეთში პირუტყვის ბაზარზე აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, გილმენდის პროვინციაში პირუტყვის ბაზარზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

როგორც მედიას სამართალდამცავ უწყებაში წყარომ განუცხადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა სანგინის რაიონში ამოქმედდა, სადაც, ძირითადად, მოძრაობა “თალიბანი” მოქმედებს.

ამასთან, თალიბების წარმომადგენელი, ზაბიულა მუჯაჰიდი აურყოფს ბომბის აფეთქების ფაქტს.

მისი თქმით, ბაზრის მიმართულებით ჯარისკაცებმა ისროლეს, რომლის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები