ხაინდრავა ბერძენიშვილზე: ეს არის პოლიტიკური სასოწარკვეთა
„ეს არის პოლიტიკური სასოწარკვეთა, რაც არ არის გასაკვირი. მთელი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკოსებად მიაჩნდათ თავი და ბოლოს „დეპოში” აღმოჩნდნენ. შალიკოს ფანჩატურშიც კი არ მიიღეს”, – ასე შეაფასა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს “მალიარი” უწოდა.
ხაინდრავას თქმით, ბერძენიშვილის განცხადებაზე რამე სერიოზული შეფასების გაკეთება უხერხულია.
„მელიას განცხადებებს რომ აჯობებ სიბრიყვით, ესე იგი, ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო. სამარცხვინო, სრული დეგრადაციის მაუწყებელი. ჯერ ერთი, რას ერჩის “მალიარს”, უძველესი და სასარგებლო პროფესიაა. თანაც, რა კონტექსტშიც აქვს გამოყენებული ტერმინი “მალიარი” (თ. ბაბლუანის ფილმი “ბეღურების გადაფრენაც” ვერ გაუგია ხეირიანად) პოლიტიკაში რომელია, ბიძინა თუ თვითონ, ყველა ძალიან კარგად ხედავს. მუდამდღე სხვის მიღწევებს მიკედლებული, ვისთანაც კი მიკედლება გამოსდიოდა, პოლიტიკური კარიერის დასასრულ, საკუთარ თავს ეკითხება, ეტყობა: „მალიარი ხარ, ბიჭო?”- ზუსტად რომ ინტელექტის ნაკლებობამ იცის ასე გახლართვა. ეს არის პოლიტიკური სასოწარკვეთა. მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდნენ, პოლიტიკოსები გამხდარიყვნენ და “პოლიტმალიარები” აღმოჩნდნენ ერთიც და მეორეც”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.