კრისტიან ურსე: საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს

“ყველას იმედი გვაქვს, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტის მიხედვით ჩატარდება და რა თქმა უნდა, ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე არჩევნების „კოვიდ-19“-ის პირობებში ჩატარებას ეხება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ​ პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო ინტერესი არსებობს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებობს საერთო ინტერესი უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების, სადამკვირვებლო მისიების, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც გასცეს რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ველოდებით, რომ ეს ამ საპარლამენტო სესიის დროს მოხდება, ასევე ამ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა პრაქტიკულ ასპექტებსაც, სამედიცინო და სანიტარულ ასპექტებს წამოწევს. ეს ასპექტები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ამავე დროს უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს ხმის მიცემის უფლების გამოყენება. ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით ჩვენს საჯარო განცხადებებში, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს. მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებას ყველა მხარე შეასრულებს“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები