რუსეთში კორონავირუსს მედიცინის თითქმის 500-მდე თანამშრომელი ემსხვერპლა
რუსეთში კორონავირუსს მედიცინის 489 მუშაკი ემსხვერპლა, – განაცხადა როსზრდავნადზორის უფროსმა, ალა სამოილოვამ.
“სამწუხაროდ, 7,5 ათასზე მეტი გარდაცვლილი გვყავს, მათგან 489 მედიცინის მუშაკია”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, თავდაპირველად, ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მზად არ იყო, კერძოდ, ინდივიდური დაცვის საშუალებების ნაკლებობა შეინიშნებოდა.
“სერიოზული მობილიზება მოხდა. სიმართლე რომ ვთქვათ, იყო შენიშვნები, შეცდომები, უკმარისობები, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი გეგმურად არის აწყობილი. დღეს საჩივრებს აღარ ვღებულობთ, რომ მედიცინის მუშაკები ინდივიდური დაცვის საშუალებებით არ არიან უზრუნველყოფილნი და რომ ტესტირებას არ გადიან”, – თქვა სამოილოვამ.
17 ივნისის მდგომარეობით, რუსეთში 560 279 ინფიცირებულია, 7 638 გარდაცვლილი და 313 387 გამოჯანმრთელებული.