“მემორანდუმი სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს” – საპატრიარქო ინფორმაციას აქვეყნებს

ამა წლის 10 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“გარდა აღნიშნული აქტივობისა, აგრეთვე იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზეც.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ, რისი დაგვირგვინებაცაა დღეს მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების სახით.

შეხვედრამ თბილ და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სულისკვეთებით განმსჭვალულ ატმოსფეროში ჩაიარა. მოხდა ერთობლივად განვლილი გზის გაანალიზება, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა გასული წლების ერთობლივ საქმიანობას. აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ამ გზაზე და დღეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა გაცილებით მყარი და შედეგიანია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები